აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-12 საერთაშორისო გამოფენა - „Batumi Build -2023-ის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
კომპანია „GEONET EXPO-ს“ ორგანიზებულ ტრადიციულ გამოფენას ბათუმის „სპორტის სასახლე“ მასპინძლობს და 80-მდე ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიაა წარმოდგენილი.
გამოფენის მიზანი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესკონტაქტების მოძიება-დამყარებაა.