07 სექტემბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ტიტე აროშიძე და ირაკლი ჭეიშვილი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კონფერენციას - ,,მუნიციპალიტეტების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში“ ესწრებიან.

  2-დღიანი კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ,  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ვიცე-პრეზიდენტმა - ზურაბ აბაშიძემ და (GZ/ECR) რადლოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა - პაველ ბრანდამ გახსნეს.

  ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) რიგით მე-12 ყოველწლიურ შეხვედრას,  საქართველოს თანათავმჯდომარეობის ფარგლებში, ამჯერად ბათუმი მასპინძლობს. შეხვედრაში  წევრი ქვეყნების, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების, ათეას მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

  ფორუმი ქალაქების და რეგიონების როლსა და მნიშვნელობას დაეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. დამტკიცდება 2023-2024 წლების განახლებული სამოქმედო გეგმა და გაიმართება CORLEAP-ის თანათავმჯდომარის სტატუსის გადაბარების ცერემონია, რომელსაც საქართველო უკრაინას გადააბარებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი