02 სექტემბერი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, გონიოს ისტორიულ ციხესიმაგრეში, ,,რომაული ფესტივალი 2023-ის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

   აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რომაული ბანაკი, საბრძოლო აღჭურვილობა, ასევე რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული ნივთები. ფესტივალის მრავალრიცხოვანი სტუმრებისთვის აქვე მოეწყო სხვადასხვა სახის ნაკეთობების, კერამიკული ნაწარმისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. 

   ტრადიციულ ფესტივალზე გამართულმა თეატრალიზებულმა სანახაობებმა -  რომაულმა ცეკვებმა და  ,,გლადიატორების ორთაბრძოლებმა” ისტორიული ციხესიმაგრის უძველესი, საუკუნების წინანდელი ყოფა და ტრადიციები გააცოცხლა. სპეციალურმა ლაზერშოუმ კი, სტუმრებსა და ადგილობრივებს კიდევ ერთხელ შეახსენა გონიოს ციხის ისტორია.

    ფესტივალი ორდღიანია და 3 სექტემბერს დაიხურება.

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი