საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - მედეა ვასაძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, განხილვას.
კომიტეტის წევრებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებითაც, რომელიც, ასევე გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, განიხილება.
სხდომაზე, ასევე მოისმინეს და ცნობად მიიღეს ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე გამოყენების შესახებ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა.