აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარუდგინა.
აღნიშნული ცვლილებები „მაუწყებლის შესახებ“ და „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონებში შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული.
ბიუროს გადაწყვეტილებით, ორივე საკითხზე განხილვის ახალი ვადა 5 სექტემბრამდე განისაზღვრა.