მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოს საავტომობილო გზის სარებილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, გზის 3,5 კილომეტრიან მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა, დაგეგმილია ხელოვნური და დამცავი ნაგებობების მშენებლობაც.
რეაბილიტირებული გზა გომარდულის საკურორტო ზონას, ბარათაულის თემს, სოფელ სხეფსა და თერნალს აკავშირებს ერთმანეთთან.