11 აგვისტოს, ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, 2008 წლის ომიდან 15 წლისთავზე, სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ამ დღეს, სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
ეს დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია.