08 აგვისტო

    აგვისტოს ომიდან 15 წლისთავზე, ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს მიაგეს პატივი. ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს დღეს განვითარებული მოვლენების გასახსენებლად, ომში დაღუპულთა  სკვერში აღმართულ მემორიალთან, ტრადიციულად შეიკრიბნენ - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები, ომში დაღუპულთა ახლობლები, სამხედრო მოსამსახურეები. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. შეკრებილებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

   ომში გმირულად დაღუპულებს პატივი მიაგეს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.

  

განცხადებები

დღის წესრიგი