აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ცოტნე ანანიძე და ილია ვერძაძე, ბათუმის ბულვარში, იაპონური კულტურის ფესტივალს დაესწრნენ.
ღონისძიების მიზანი, უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ორ ქვეყანას - საქართველოსა და იაპონიას შორის, კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა კულტურული და სპორტული აქტივობები.