აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულება №3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ
ქალაქი ბათუმი 28 ივლისი, 2023 წელი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 68-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა 2023 წლის 31 ივლისს, 12 საათიდან (განსახილველ საკითხთა ნუსხა თან ერთვის).
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე