28 ივლისი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის  სხდომაზე. კანონპროექტის თანახმად ბიუჯეტი 65 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 600 მილიონს გადააჭარბებს. ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების, განსახორციელებელი პროგრამების, პროექტების და სიახლეების შესახებ მოხსენება კანონმდებლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა. 

მოხსენების შემდეგ მინისტრმა უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები. 

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - მარინე გვიანიძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯანდაცვისა და სოციალური, განათლებისა და სპორტის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობის ზრდა და რეგიონისათვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება. 

კომიტეტმა კანონის პროექტი უახლოესი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი