27 ივლისი

   უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მედეა ვასაძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს. სხდომაზე საკითხი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი 65 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და პირველად რეგიონის ისტორიაში 600 მილიონს გადააჭარბებს.

   კანონპროექტის თანახმად, იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური, განათლებისა და სპორტის მიმართულებებით არსებული  პროგრამების, მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. დაიწყება ახალი ტურისტული ლოკაციების მოწყობა-პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო და სპორტული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები. გაიზრდება მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა და სხვა.

   მომხსენებლის განმარტებით, ბიუჯეტის ზრდა განპირობებეულია, რეგიონში, მზარდი ეკონომიკური დინამიკით, რომელიც ყოველწლიურად უმჯობესდება.

   მოხსენების შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

   კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი