11 ივლისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონებისა და ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

 რეგიონთაშორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან - ფრანც შაუსბერგერთან და იოაჰიმ ფრიცთან შეხვედრისას;

 ევროსტრუქტურებში ავსტრიის კარინტიისა და ზალცბურგის მიწების  წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან - მარტინა რეტინგერთან და მიხაელა პეც-მიჩესთან შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონებს შორის კავშირების როლზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ;

 აჭარის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს - ჩეხეთის ლიბერეცის მხარის ჰეტმანთან მარტინ პუტასთან, ქვემო სილეზიის მარშალთან ცეზარ პშიბილსკისთან, იტალიის ავტონომიური რეგიონის - ფრიული ვენეცია ჯულიას პრეზიდენტთან მასიმილიანო ფედრიგასთან, ბრიუსელში ქვემო სილეზიის (პოლონეთი) რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელთან კატარინა სვიეტოსლავსკასთან, ავსტრიის ტელე-რადიო კომპანია ORF-ის საგარეო ოფისის ხელმძღვანელთან ბრიუსელში, რაფაელა შაიდრაიტერთან.

 ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, აჭარის დელეგაციამ, აჭარის  სოფლის მეურნეობის მინისტრის - ზაზა შავაძის, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის - ზურაბ ჭურკვეიძისა და თავმჯდომარის თანაშემწის- ირინე ბერიძის შემადგენლობით, ევროკავშირში საქართველოს ელჩთან - ვახტანგ მახარობლიშვილთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი