10 ივლისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტარ ლუკას მანდლის, ევროპის რეგიონთა კომიტეტის (COR) ვიცე-პრეზიდენტს - აპოსტოლოს ციციკოსტასს, ევროპის რეგიონთა კომიტეტის (COR) გენერალურ მდივანს - პეტრე ბლიზკოვსკისა და ავსტრიის ელჩს ევროკავშირში ნიკოლაუს მარჩიკს შევხდა.

  შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებსა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში ევროსტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით რეგიონების ჩართულობასა და მათ როლს.

  ვიზიტის ფარგლებში, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, ასევე შეხვდა ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს.

 დავით გაბაიძე, ბრიუსელში, აჭარის დელეგაციასთან ერთად, ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) ხელმძღვანელის - ფრანც შაუსბერგერის მიწვევით იმყოფებოდა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი