07 ივლისი

  „ტურიზმის განვითარება ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ტურისტი და ვიზიტორი ინტერესდება მაღალმთიანი აჭარით,“ - აღნიშნა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ ტურისტულ ლოკაციებზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას.

  რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 10-მდე ტურისტული მიმართულება მოინახულეს, სადაც მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა.

  „მირვეთი, ღომა, ნამეფვარი, ბრილი, ჩალეწილები, ლელთის ტბა იმ  ტურისტულ მიმართულებებს შორისაა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება. საპიკნიკე სივრცეების მოწყობა-განახლება, ძირითადად, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ტურისტულ ბილიკებზე მიმდინარეობს,“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ.

  ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გიდებისა და ადგილობრივების ჩართულობით, განიხილეს ყველა ის შესაძლებლობა, რაც მაღალმთიან სოფლებში არსებული ტურისტული მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი