07 ივლისი

   ბათუმში სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა - „Expo Med Batumi – 2023“ გაიხსნა.

  „სამედიცინო ტურიზმი წარმატებით ვითარდება ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში. მსგავსი გამოფენები ერთ სივრცეში ინოვაციების, ახალი სერვისების გაცნობის, ახალი ბიზნესკონტაქტების მოძიების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა,“- აღნიშნა  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ გამოფენის გახსნისას.

  კომპანია „GEONET EXPO-ს“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე ამჯერადაც რამდენიმე ათეული ადგილობრივი, საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება და ბიზნესკომპანიაა წარმოდგენილი. 

  ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს წევრები -  ფატი ხალვაში, ილია ვერძაძე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების  წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. 

  „Expo Med Batumi – 2023“ 9 ივლისს დაიხურება.

 

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი