აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ ისრაელის დელეგაციას უმასპინძლეს კულტურისა და სპორტის მინისტრის - მახლუფ მიკი ზოჰარის ხელმძღვანელობით.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც ისრაელის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი - ჰადას მეიცადი ესწრებოდა, მხარეებმა საქართველო-ისრაელს შორის არსებულ ისტორიულ კავშირსა და ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.
სტუმრებმა უმაღლესი საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადეს გულითადი მასპინძლობისთვის და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.