29 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში, ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების 2024 -2027 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების  შესახებ, ინფორმაცია განიხილეს. 

  სხდომაზე შესაბამისი მოხსენება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.  ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, პრიორიტეტების დოკუმენტი ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ძირითადი პარამეტრების, მიმდინარე, დაგეგმილი და ე.წ. გარდამავალი პროექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

  სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს მუნიციპალიტეტებისათვის 2022 წელს გამოყოფილი ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი