ბათუმში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 29 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ უწყების თითოეულ თანამშრომელს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქვეყნის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.„დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ამაყობს, რომ ემსახურება სახელმწიფოს უსაფრთხოებას, მის ძლიერებასა და მდგრადობას. მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული შრომისა და თავდადებისათვის“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.