22 ივნისი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნაში შეტანილი წვლილისა და პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობისთვის, საქართველოს პარლამენტის „მადლობის სიგელით“ დაჯილდოვდა. სიგელი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ამავე კომიტეტის ხელმძღვანელმა  - მაია ბითაძემ გადასცა.

 საქართველოს პარლამენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა: „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 20 სექტემბერს მიიღო.

  საკანონმდებლო პაკეტი მაჭახელას ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს.