12 ივნისი

   „მადლობას ვუხდი თქვენს გუნდს გაწეული საქმიანობისთვის. არ გვახსენდება არცერთი შემთხვევა, რომ სამინისტროს რომელიმე მოქალაქე უყურადღებოდ დაეტოვებინა,“ - მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე -  ნინო ნიჟარაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში, კანონმდებლების წინაშე, სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარსდგა.

   მომხსენებლის განცხადებით, უწყების ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 15 %-ით გაიზარდა და 33 მილიონ 235 000 ლარია. სამინისტრო 36 პროგრამას ახორციელებს. მინისტრმა ისაუბრა სიახლეებზე, გამოწვევებზე და უპასუხა შეკითხვებს. წარმოდგენილი ანგარიში კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.

   სხდომაზე ერთხმად დამტკიცდა  დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ და კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ (III მოსმენა), რომლებიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

  კანონმდებლებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ - გიგა ჩხარტიშვილმა მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებზე, პროგრამულ გეგმებზე, საბიუჯეტო პარამეტრებზე, შიდა და გარე აუდიტის დასკვნებზე, სოციოლოგიურ კვლევებზე, რეიტინგებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

  სხდომას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი