აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე USAID-ის „სამოქალაქო განათლების პროგრამის“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლების მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეები საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას, მისი მუშაობის ძირითად პრინციპებსა და სპეციფიკას გაეცნენ.
შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა უმაღლესი საბჭოს მიერ ბოლო წლებში ღიაობისა და საჯაროობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, ახალ ვებპლატფომა - chaerte.sca.ge-ის დანიშნულებასა და ფუნქციებზე, მოქალაქეთა ჩართულობის ახალ მექანიზმებსა და სერვისებზე.
ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელსაც ცენტრის ხელმძღვანელი - მაია ქათამაძე, სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პროგრამის მონაწილეებმა დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს შენობა და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.