აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და 2023 წელს, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
,,ბათუმის ბულვარის“ ხელმძღვანელის - ლაშა მიქელაძის განცხადებით, გასული წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 203 ათას ლარს აჭარბებდა, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო, გამწვანების სამუშაოები, განახლდა ცალკეული ლოკაციები, ასევე სპორტული, საპლაჟო ინფრასტრუქტურა და ა.შ.
მომხსენებლის განმარტებით, უმნიშვნელოვანესი იყო ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცება, რომლის შესაბამისად იგეგმება ყველა პროექტი. ლაშა მიქელაძემ, ასევე ისაუბრა 2023 წლის ტურისტული სეზონის სიახლეებზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.
წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.