„სასიხარულოა, რომ აჭარაში ტრადიციად მკვიდრდება ჭადრაკის ჩემპიონატების ჩატარება. არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა სწორედ ბათუმში მოპოვებული გამარჯვებით გაიკაფა გზა წარმატებისკენ“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე.
მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ბათუმში 12 ივნისამდე გაგრძელდება, 40 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. 8-დან 18 წლამდე ასაკის სპორტსმენები ერთმანეთს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში შეეჯიბრებიან.
ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებას აჭარის ხელისუფლების, ჭადრაკის ფედერაციების, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.