06 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ევროკავშირის ელჩს - პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა.

  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც ელჩის აჭარაში პირველი ვიზიტის ფარგლებში შედგა, მხარეებმა ევროკავშირთან პარტნიორობის ზოგადი საკითხები განიხილეს.

  ყურადღება გამახვილდა ჩვენს რეგიონში  ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმასა და საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.

  პაველ ჰერჩინსკიმ დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და  იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობები სასიკეთოდ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე.