აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, მოხსენება მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ - გიგა ჩხარტიშვილმა წარმოადგინა.
მაუწყებლის მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტების, პროგრამული გეგმების, სამაუწყებლო ბადეში განთავსებული გადაცემების, საბიუჯეტო პარამეტრების, შიდა და გარე აუდიტის დასკვნების, სოციოლოგიური კვლევების, რეიტინგებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა და მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მაუწყებლის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვას.