აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე რეგიონში მოქმედი სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების რეგიონული ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში, სახელოვნებო, საჯარო, კერძო სკოლების, კულტურის ცენტრების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები ეტაპობრივად მონაწილეობდნენ. საკუთარი შემოქმედება სულ 82-მა ანსამბლმა და 2 061-მა შემსრულებელმა წარმოადგინა.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გალაკონცერტით დასრულდა.