უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.
კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონის პროექტის, მე-3 მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განხილვას.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბიუროს წარედგინება უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“.
ორივე საკითხი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.