უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, სს(ი)პ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორს მოუსმინეს.
თეონა ზოიძე წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისა და სამუზეუმო საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით გაწეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციით წარსდგა. მისი განცხადებით, 2022 წელს რეგიონის მუზეუმებმა 68 ათასზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლეს, მათგან 40 ათასამდე უცხოელი იყო.
მომხსენებელმა ისაუბრა სამუზეუმო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-გაუმჯობესების, საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარების, ინვენტარიზაციის, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებსა და გამოფენებში ჩართულობის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.