26 მაისი

 

       26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ბათუმში, სხვადასხვა სადღესასწაულო, შემეცნებითი და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მრავალფეროვან აქტივობებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

     დამოუკიდებლობის დღე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იზეიმეს. მაღალმთიანი აჭარისა და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატები უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე და ცოტნე ანანიძე ეროვნულ დღესასწაულს, თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში, ამომრჩეველთან ერთად შეხვდნენ.