აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის პროცედურები დასრულდა. ანგარიში უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება, კანონმდებლებმა, ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
ბიურომ ცნობად მიიღო აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში, რომელზეც, ასევე დასრულებულია რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.