აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს - ნარინე მათოსიანსა და კონსულს - ვაჰაგნ ფილიპოსიანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ახალ კონსულს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა ორი მეზობელი ქვეყნის რეგიონული ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.