აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ პოლონელ სტუმრებს უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის, ტშებნიცას მუნიციპალიტეტის მერიისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ქვემო სილეზიასა და აჭარას შორის წლების წინ დაწყებული მეგობრული, საქმიანი ურთიერთობები სულ უფრო ფართოვდება და ახალ ფაზაში გადადის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჯერად, შუახევისა და ტრებნიცას მუნიციპალიტეტების დაახლოების მიზნით, გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხალ ბობოვიჩმა და ქალაქ ტშებნიცას მერმა - მალგოჟატა მატუსიაკმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისა და აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.