19 მაისი

 "აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტი ტრადიაციას აგრძელებს და რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა აქტიური მხარდაჭერით, ატარებს მოსახლეობის უფასო, პერიოდულ სამედიცინო გამოკვლევებს,"- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ მაღალმთიან აჭარაში მორიგი აქციის დასრულების შემდეგ.

  საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის ინიციატივით, უფასო სამედიცინო გამოკვლევები,  ამჯერად, ქედასა და შუახევში მცხოვრებ 300-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების მხარდაჭერით.

 აქციის ფარგლებში,  ჯანმრთელობის კვლევა და შესაბამისი კონსულტაციები მოსახლეობას "ქირურგიის ეროვნული ცენტრისა" და "ევექსის ჰოსპიტალების" სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ჩაუტარეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი