აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს.
ბიურომ კანონის პროექტი 18 მაისის პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.
ამავე სხდომაზე კენჭი უყარეს 18 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში ცვლილებას.