აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.
.პეტიცია - ,,პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ’’ სხდომაზე მისმა ავტორებმა, ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „იდეატორის“ წარმომადგენლებმა - პედაგოგმა ინგა გეგეშიძემ და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა - ანრი მელაძემ წარმოადგინეს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა პეტიციაზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
სხდომაზე აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა - ჯაბა ფუტკარაძემ და ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინეს.
როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, პირველი კვარტლის შესრულების მაჩვენებლები უპრეცედენტოდ მაღალია და ეს ტენდენცია, სამომავლოდაც შენარჩუნდება. დეტალური ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ორივე მინისტრმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.
კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.