16 მაისი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, განიხილეს.

  უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ლადო მგალობლიშვილის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი სხდომაზე დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, კანონის პროექტის მომზადება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილებებითაა განპირობებული და მასთან ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად.

   კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

 

განცხადებები