"სოფლის ტურიზმის განვითარება ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მსგავსი ღონისძიებების მიზანი ამ მხრივ არსებული საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება- დანერგვაა", - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ფრიდონ ფუტკარაძემ ბათუმში გამართული ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეასა და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე.
ფორუმზე, რომელშიც 10-მდე ევროპული ქვეყნისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საოჯახო სასტუმროების, სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მინაწილეობდნენ, სოფლის ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.