ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78-ე წლისთავზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ლეგენდარული კაპიტნის - ანატოლი კაჭარავას საფლავი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
საბჭოთა კავშირის გმირი - ანატოლი კაჭარავა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო. საომარი მოქმედებების დროს მან არაერთი სახიფათო რეისი შეასრულა.
ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფულადი საჩუქრები გადაეცათ.