08 მაისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024-2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვას დაესწრნენ.

უწყების პრიორიტეტები შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა - ზაზა შავაძემ გააცნო. მომხსენებელმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტრო, 2024  წელს 15 პროგრამას განახორციელებს, რომელიც მოიცავს 27 ქვეპროგრამას. დაგეგმილია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტის ზრდა.

პრიორიტეტების  განხილვას  მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და საქვეუწყებო დაწესებულებების  ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.