აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, ბათუმში გამართულ დასაქმების ფორუმს დაესწრო.
„ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ და უშუალოდ გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს სასურველი ვაკანსიის თაობაზე. მსგავსი ფორუმები პოტენციურ დამსაქმებელთან, პირდაპირი კომუნიკაციის გზით, საკუთარი უნარების წარმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა“, - აღნიშნა ილია ვერძაძემ.
ა(ა)იპ აჭარის დასაქმების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე 70-ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესკომპანიამ 395 ვაკანსია და 1920 სამუშაო ადგილი წარმოადგინა.
წელს პირველად, კომპანიების გარდა, საინფორმაციო სტენდების საშუალებით, „დასაქმების ფორუმი - 2023-ის“ მონაწილეებს საკუთარი სერვისები და პროგრამები სახელმწიფო უწყებებმაც შესთავაზეს.