24 აპრილი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა,   საკონსულტაციო ჯგუფის განახლებული შემადგენლობის საკითხი განიხილეს.

  სხდომის მონაწილეებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორის, მალხაზ ჭკადუას საკონსულტაციო ჯგუფიდან გასვლის შესახებ.

  სხდომაზე, თემატურ მოკვლევასთან - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების ღია მმართველობის შეფასება“ დაკავშირებით, დასკვნა და რეკომენდაციების პროექტი უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.  მისი განცხადებით, მოკვლევის მიზანია აჭარის აღმასრულებელ ორგანოებში ღია მმართველობის კუთხით არსებული ვითარების შეფასება და ამ ტიპის მმართველობის გაძლიერება.

  პროექტის წარდგენის შემდგომ, განისაზღვრა ზეპირ მოსმენებზე პასუხისმგებელი პირი და განხილვის ვადა.