"აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, 46 წლის ციური ნაგერვაძეს, წლების შემდეგ პირველი შვილი შეეძინა.
იმედია, ამ ოჯახის სიხარულს კიდევ ბევრი გაიზიარებს და მართას, სხვა ახალშობილებიც შეემატებიან," - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, რომელმაც ახალშობილის დედას ნანატრი შვილის დაბადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და ჯანდაცვის მინისტრთან - ნინო ნიჟარაძესთან ერთად მიულოცა.
პროგრამას - "უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, რეგიონის მთავრობის მხარდაჭერით, 2022 წლიდან წარმატებით ახორციელებს და მისი ბიუჯეტი წელს უკვე 700 000 ლარია. გარდა ამისა, ილია ვერძაძის განცხადებით, გაიზარდა დასაფინანსებელ ბენეფიციართა სარეიტინგო ქულაც. უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება ფინანსდება 80%, 90% და 100%-ით. პროგრამით სარგებლობენ აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უშვილო წყვილები, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება.