ხულოში 1998 წლის 18 აპრილის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულები გაიხსენეს. მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
25 წლის წინ, 1998 წლის 18 აპრილს, სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე განვითარებულმა მეწყერმა 6 ადამიანი იმსხვერპლა.