აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმიდა სამების ეკლესიაში დაესწრნენ.
სააღდგომო მსახურება, სამღვდელოებასთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა - მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ღამისთევის წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.