11 აპრილი

  „როგორც კანონმდებელი, მზად ვარ, მხარი დავუჭირო კომისიის ყველა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას, რომელთა მიზანი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაა“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრაზე.

  ძირითადი საკითხების განხილვამდე, შეხვედრის მონაწილეებმა კენჭი უყარეს კომისიის სამუშაო ჯგუფის განახლებულ შემადგენლობას და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: შვებულების გაანგარიშების წესი, ნორმირებული სამუშაო დროის განსაზღვრა და გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებული ცვლილებები კანონმდებლობაში. კომისიამ განიხილა და დაამტკიცა 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა.

  შეხვედრა, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის თანათავმჯდომარემ - ნინო ნიჟარაძემ გახსნა. მონაწილეებს  მიესალმნენ: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დავით ჭყონია და პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე, ზურაბ ცეცხლაძე.