განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კულტურის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
მოხსენება სხდომაზე მინისტრის მოადგილემ - აკაკი ძნელაძემ და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ გუდავამ წარმოადგინეს. მათი განცხადებით, პანდემიის შემდგომი ორი წელი რეგიონში კულტურული აღმავლობით გამოირჩევა, რასაც საგრძნობლად გაზრდილმა ბიუჯეტმა შეუწყო ხელი. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს კულტურის სფეროს ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა - ფოლკლორი, თანამედროვე, საერთაშორისო მიმართულებები, ასევე კონკურსები, ინოვაციური პროექტები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც უწყების მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.
კითხვა-პასუხის შემდგომ, კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.