09 აპრილი

  9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ბათუმში პატივი მიაგეს ქვეყნის თავისუფლებისათვის დაღუპულებს.

   აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების, სტუდენტი-ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა და  ვეტერანებმა გმირთა ხეივანში ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას.

 34 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი და უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაიწერა. 9 აპრილის სისხლიანმა მოვლენებმა 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 1991 წელს, ტრაგედიიდან 2 წლისთავზე, საქართველოს ხელისუფლებამ 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში,  პატივი მიაგო 9 აპრილის გმირებს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი