„შეუძლებელია არ დააფასო იმ ადამიანთა შრომა, თავდადება, რომლებიც ურთულესი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, დიდთოვლობისას, მეწყრული პროცესებისას მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავის საქმეს და ზრუნავენ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე,- განაცხადა მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ხულოს რაიონული განყოფილების თანამშრომლების დაჯილდოების ღონისძიებაზე.
„ მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად წარმოშობილი გამოწვევებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმის, თავდაუზოგავი შრომისა და მამაცობისთვის“ მადლობის სიგელები, 38 მეგზევეს, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ - რენარ ბოლქვაძემ გადასცეს.