21 მარტი, 2023 წელი
14:00 სთ
ბიუროს სხდომათა ოთახი
დღის წესრიგი
1. პაატა ურიადმყოფელის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „რეგიონების ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ“ (№09/01/08-41; 22.02.2023).
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (09-01-08/42, 23.02.2023) გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით.
ინიციატორი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი
მომხსენებელი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი - ვლადიმერ მგალობლიშვილი
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (09-01-08/43, 23.02.2023) გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით.
ინიციატორი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ლაშა სირაბიძე
მომხსენებელი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი - ვლადიმერ მგალობლიშვილი
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“(09-01-08/44, 27.02.2023) გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით.
ინიციატორი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, დავით ბაციკაძე, ირაკლი ჩავლეიშვილი
მომხსენებელი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი - ვლადიმერ მგალობლიშვილი
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
მომხსენებელი: საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვლადიმერ მგალობლიშვილი
6. ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე გამოყენების შესახებ.
მომხსენებელი: საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვლადიმერ მგალობლიშვილი